ჩვენ შესახებ

ჩვენი კვალიფიციური გუნდი სთავაზობს ოპერატორებს, დეველოპერებსა და ინვესტორებს ბუნებრივი რესურსების შესახებ კონსულტაციას, რომელიც მოიცავს აქტივების გაყიდვას, შეძენას, განკარგვასა და შეფასებას

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?

ჩვენი სპეციალისტების გამოცდილება ბაზრის ფართო სპექტრს მოიცავს, რაც ზუსტი და შედარებითი ანალიზის შესაძლებლობას აჩენს. მყიდველის პრიორიტეტების გააზრება საშუალებას გვაძლევს შევურჩიოთ სწორი აქტივი საუკეთესო ფასად.

კლიენტებისთვის დამატებითი ბენეფიტია Colliers International-ის გლობალურ პლატფორმაზე წვდომა, რომელზეც გაეცნობიან კვლევებსა და შეფასებებს სამშენებლო კონსულტაციებისა და ინვესტიციების შესახებ.

ჩვენი გუნდი

ირაკლი კილაურიძე

MRICS მმართველი პარტნიორი | Colliers


უფროსი აღმასრულებელი დირექტორი და მეწარმე 15+ წლიანი გამოცდილებით უძრავი ქონების ინვესტიციების, განვითარების, გაყიდვების, მშენებლობისა და ბრუნვის ოპერაციების წარმართვაში. მან წარმატებით შეჰქმნა და ხელმძღვანელობდა მაღალი დონის საერთაშორისო გუნდებს, საქართველოში უძრავი ქონების მსხვილი გარიგებების ხელშეწყობისა და დადების მიზნით; აქვს საქართველოში მასშტაბური კომერციული, შერეული სარგებლობისა და საკურორტო პროექტების შემუშავების გამოცდილება. იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა საერთაშორისო კონსულტანტებთან და გენერალურ დამგეგმარებლებთან საერთო ჯამში 5 მილიონი კვადრატული მეტრის მიწის ფართობის და დაახლოებით 1,5 მილიონი კვადრატული მეტრის მოცულობის განაშენიანების მიზნით. ირაკლის ასევე აქვს გამოცდილება ინვესტორების მოძიებასა და ფულადი სახსრების მოზიდვისთვის საჭირო მოლაპარაკებებში. ბოლო 10 წლის განმავლობაში მან მოიძია და მოლაპარაკებები გამართა 500 მილიონ აშშ დოლარზე თანხის მოსაზიდად საქართველოში პროექტებისთვის ინსტიტუციური ინვესტორებისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან, როგორიცაა Citi, EBRD, IFC  და უძრავი ქონების კერძო ფონდები, რომლებიც საქმიანობენ ნიუ იორკში, ლონდონსა და მოსკოვში.

მაია ზავრაშვილი

პარტნიორი | Mining and Minerals Solution (MMS)


ქართველი იურისტია 12 წელზე მეტი ხნის გამოცდილებით საქართველოში მთავრობის საკვანძო სამინისტროებთან, კერძო სექტორის პარტნიორებსა და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში. წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის რანგში, მაია წარმოადგენდა საკვანძო პირს სააგენტოს მუშაობის ყველა კოორდინაციაში. მაიას, როგორც წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის როლის ერთ–ერთ კრიტიკულ ასპექტს წარმოადგენდა ხელშეკრულებების გაფორმება და მინერალური რესურსების გამოყენების ლიცენზიების გაცემა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. ძლიერი ტექნიკური ცოდნის პარალელურად, მაიას აქვს ძლიერი კავშირები საქართველოს სამინისტროებსა და იურიდიულ სექტორში, მათ შორის, ბოლო წლებში ფართო მასშტაბის კავშირ-ურთიერთობები სხვადასხვა სამინისტროს მნიშვნელოვან თანამდებობის პირებთან, როგორიცაა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე.

თეონა ომიაძე

ოპერაციებისა და მხარდაჭერის მიმართულების ხელმძღვანელი | Colliers


15 წელზე მეტი გამოცდილებით ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში, თეონას აქვს კრიტიკული ლიდერის როლი ოპერაციების მენეჯმენტსა და ბიზნესში. ის უზრუნველყოფს ეფექტურ და ინტეგრირებულ მხარდაჭერას კომპანიის სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებებისთვის. ორგანიზაციის ოპერაციულ მენეჯმენტში ჩართულობით, თეონა არის პასუხისმგებელი ბიუჯეტირებასა და ხარჯების კონტროლზე, IT და უსაფრთხოების სისტემების გამართულ მუშაობასა და მომხმარებლებთან კომუნიკაციაზე. მას აქვს ადგილობრივ ბანკებთან და კერძო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება.

ნატალია გელოვანი

უფროსი მხარდაჭერის ოფიცერი | Colliers


7 წელზე მეტი გამოცდილებით ბიზნეს ადმინისტრირებასა და ოპერაციულ სერვისებში, ნატალია მუშაობდა საერთაშორისო და კორპორატიული ივენთების დაგეგმვის ინდუსტრიებში. კოლიერსში ნატალია ახდენს კომპანიის ბიზნეს-მიმართულებების კოორდინაციას და ფინანსური, ოპერაციებისა და იურიდიული დეპარტამენტების კოოპერაციას სხვადასხვა პროექტებსა და ტენდერებში. მის გამოცდილებაში შედის ახალი საოპერაციო და ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების დანერგვა, ისევე როგორც, დოკუმენტების მიმოცვლის სისტემის შექმნა.

ანა ჩოკოშვილი

Chief Marketing Officer | Colliers


9 წლიანი გამოცდილებით მარკეტინგისა და ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში, ანა დღეს კოლიერსის მარკეტინგის გუნდის უფროსი მარკეტინგის ოფიცერია. ანა იყო მენეჯერული რგოლის წევრი საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში და პასუხისმგებელი იყო გაყიდვებზე ორიენტირებული სტრატეგიის შექმნისა და გაზომვადი შედეგების მიღწევაში სახელმწიფო, არასამთავრობო და უძრავი ქონების ინდუსტრიებში. როგორც მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი, ის ქმნის კომპანიებისთვის სტრატეგიულ გეგმას გაყიდვების გასაზრდელად და ბრენდის კომპეტენტური იმიჯის საზოგადოებისთვის წარმოსაჩენად. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, პიარ მენეჯერის როლში ის ჩართულიიყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის პროცესში და გამოცდილება მიიღო USAID-თან GIS-თან და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით.

მაია სუხიტაშვილი

იურისტი | სამართლის ექსპერთა ჯგუფი

იურისტი, კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.  მაიას აქვს იურიდიულ სფეროში მუშაობის 3 წელზე მეტი გამოცდილება.მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება; სამართლებრივი კონსულტაციების გაცემა; წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში. საერთაშორისო ორგანიზაციების UNDP–ის და GIZ–ის მიერ განხორციელებული “კომერციული დავების სასამართლო მონიტორინგის" პროექტის ფარგლებში აწარმოებდა კომერციულ დავებზე სასამართლო პროცესების მონიტორინგსა და წერილობითი ანგარიშების მომზადებას; ჩართული იყო კვლევით საქმიანობაში საკანონმდებლო ცვლილებების რეგულირების ზეგავლენისშეფასების  კუთხით.

სალომე ჭურაძე

მმართველი პარტნიორი | სამართლის ექსპერტთა ჯგუფი

სალომე ჭურაძე არის სამართლის დოქტორი, ევროპული სამართლის მაგისტრი. 15 წელზე მეტია ეწევა იურიდიულ პრაქტიკას. სალომე ჭურაძის გამოცდილება მოიცავს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ყველა სფეროს. იყო წამყვანი დეველოპერული და საკონსულტაციო კომპანიების, მათ შორის, "კოლიერს ჯორჯიას“, მთავარი იურისტი. სალომე ჭურაძის უშუალო მონაწილეობით დაიდო არაერთი მსხვილი ადგილობრივი და ტრანსსასაზღვრო გარიგება, მათ შორის, გარიგებები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან, ქართულ საფინანსო ინსტიტუტებთან. სალომე ჭურაძე არის იურიდიული ფირმის "სამართლის ექსპერტთა ჯგუფი“ მმართველი პარტნიორი.

ქეთევან ჯინჭარაძე

გარემოსდაცვითი სერვისების მიმართულების ხელმძღვანელი
ქეთევანს აქვს 10 წლიანი ექსპერტიზა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით. მისი კომპეტენცია ფარავს ESIA, EIA, EMP-სთვის შესაბამის გარემოსდაცვითი დოკუმენტების შედგენას. ქეთევანის გამოცდილება მოიცავს საჯარო მოსმენებისა და გარემოსდაცვითი ტრენინგების ჩატარებას, ისევე როგორც მსგავსი კურსების შემუშავებას. პროფესიულ პრაქტიკაში ქეთევანი წარმატებით ახდენს გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვასა და კატეგორიზაციას. მისი ექსპერტული მხარდაჭერა ხელს უწყობს გარემოსდაცვითი რეგულაციების დაცვას, სოციალური თავსებადობის განვითარებას და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციას. ქეთევანის სახელზეა არაერთი წარმატებით შესრულებული პროექტი ნარჩენების მართვისა და პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით, მრავალფეროვან ინდუსტრიებსა და ორგანიზაციებში.