გასაყიდი საბადოები

იხილეთ საბადოები
ქვემოთ

მომსახურება

01

წინასწარი ანალიზი

ჩვენი კვლევები აერთიანებს მაღალი დონის ტექნიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ ანალიზს გარემოსდაცვით და იურიდიულ მოთხოვნებთან ერთად. შედეგად, კლიენტებს ვთავაზობთ პირველადი ინფორმაციის მიწოდებას გადაწყვეტილების მიღების კომპლექსურ პროცესში მხარდასაჭერად. კვლევები ხორციელდება მრავალმხრივი ექსპერტიზის მქონე გუნდის მიერ, რომელშიც გაერთიანებულნი არიან კოლიერსის გლობალური გუნდის პროფესიონალები და მესამე მხარის ადგილობრივი ტექნიკური ექსპერტები.
02

მთავრობასთან ურთიერთობა

ჩვენი გუნდი აერთიანებს მთავრობასთან ურთიერთობის ექსპერტებს და გამოცდილ კომუნიკატორებს, რომლებიც თქვენი ინტერესების დასაცავად იმუშავებენ მომსახურების სრული ჯაჭვის თითოეულ საფეხურზე. მრეწველობისა და პოლიტიკის სფეროს ცოდნით, ვცდილობთ დავამყაროთ მნიშვნელოვანი ურთიერთობები სახელმწიფო ორგანოებთან. ჩვენი მიზანია ჩამოვაყალიბოთ საზოგადოებრივი აზრი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გავლენას ახდენს თქვენს ბიზნესზე. მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს ფართო სპექტრის მხარდაჭერით, მათ შორის, ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: კანონმდებლობა, საგადასახადო სტიმული, პოლიტიკა, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა და პროექტების დაგეგმვა.
03

სამთო-მომპოვებელი საქმიანობის შეფასება და აუდიტი

ჩვენი შეფასებები განიხილავს სამთო ბიზნესის სხვადასხვა ასპექტებს. ვაანალიზებთ სამრეწველო ობიექტის ისტორიულ-ფინანსურ მაჩვენებლებს, ბაზრის მონაცემებს, სამთო მრეწველობისა და წარმოების მეთოდებს, ოპერაციების მომსახურებასა და საიმედოობას. გარდა ამისა, ჩვენ განვიხილავთ სამთო მრეწველობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივებს, როგორებიცაა მინერალური მარაგები, ქარხნები და აღჭურვილობა, სტრუქტურები და შენობები და ა.შ. ჩვენ ვადგენთ სამართლიან და ობიექტურ შეფასებას, რომელიც მიესადაგება სხვადასხვა მიზნებს, მათ შორის, ფინანსურ ანგარიშგებას, უზრუნველყოფილ სესხებს, გადაწყვეტილების მიღებას და ა.შ. დასრულებული პროდუქტი მომხმარებელთან იგზავნება სრულყოფილი, წერილობითი დასკვნის სახით.
04

კონსულტაცია სამართლებრივ საკითხებში

ჩვენი გუნდის გამოცდილება ვრცელდება კლიენტებისთვის ბიზნესის სფეროში კონსულტაციის გაწევაზე, დაწყებული სამთომოპოვებითი (ფერადი და ძვირფასი ლითონები, ქვანახშირი და სხვამინერალები), დამთავრებული გადამუშავებითი (შედნობა, გაუმჯობესება) საკითხებითა და კომერციით.ჩვენი მიზანია მოვიძიოთ საუკეთესო იურიდიული გადაწყვეტილებები ინვესტორებისთვის კომპლექსურ მარეგულირებელ რეჟიმებში კლიენტებთან სამთო იურისდიქციის შესახებ კონსულტაციის გზით იმ გეოგრაფიულ არეალში, რომელიც ფარავს საქართველოში სამთო-მოპოვებითსფეროს, სამოქალაქო და კომერციულ სასამართლო განხილვებს, ადმინისტრაციულ დავებს, კომპანიათაინტერესების წარდგენას სახელმწიფო დაწესებულებების წინაშე.

დამატებითი სერვისი

სერვისი მოიცავს გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული კვლევის, შეფასებისა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის აუდირების კომპონენტებს.

დაწვრილებით

ჩვენი გამოცდილება

პროექტის კომპლექსური ანალიზი

პროექტი:
ოლივინის საბადოს ტექნიკური კვლევა

კლიენტი:
სამთო ოპერატორი

მომსახურება:
პროექტის კომპლექსური ანალიზი და საბადოს დაგეგმვა

ადგილმდებარეობა:
გრენლანდია

ტექნიკური და ეკოლოგიური ექსპერტიზა

პროექტი:
ოქროს საბადოს გამოკვლევა

კლიენტი:
სამთო ოპერატორი

მომსახურება:
ტექნიკური და ეკოლოგიური ექსპერტიზა

ადგილმდებარეობა:
ინდონეზია

სამთო აუდიტი

პროექტი:
საფონდო ბირჟების ჩამონათვალი

კლიენტი:
PT BUKIT ASAM

მომსახურება:
საბადოების დაგეგმვა და ეკოლოგიური აუდიტი

ადგილმდებარეობა:
ინდონეზია

კვლევა და ტექნიკური ხელმძღვანელობა

პროექტი:
მოპოვება და საძიებო სამუშაოები მაროკოში

კლიენტი:
MINISTIÈRE DES MINES ET DE L’ENERGIE

მომსახურება:
კვლევა და ტექნიკური ხელმძღვანელობა

ადგილმდებარეობა:
მაროკო

კვლევა და ტექნიკური ხელმძღვანელობა

პროექტი
სუბსაჰარული აფრიკა

კლიენტი:
გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო და სამრეწველო დეპარტამენტი

მომსახურება
კვლევითი და საკონსულტაციო როლი

ადგილმდებარეობა:
სუბსაჰარული აფრიკა

პროექტისკომპლექსური ანალიზი და შეფასება

პროექტი:
გრანიტის კარიერის შეძენა

კლიენტი
ARAM RESOURCES

მომსახურება
კონსულტაციები პროექტის კომპლექსური ანალიზისადა შეფასებისთვის

ადგილმდებარეობა:
კორნუოლი, გაერთიანებული სამეფო

შეფასება

პროექტი:
ოპერაციები ჩინეთის თიხის კარიერებში

კლიენტი:
IMERYS

მომსახურება:
შეფასება

ადგილმდებარეობა:
კორნუოლი, გაერთიანებული სამეფო

ფინანსური ანალიზი

პროექტი:
ინვესტიციების უზრუნველყოფა კვლევისთვის

კლიენტი:
LONRHO PLC

მომსახურება:
კონსულტაციამოწოდებული

ადგილმდებარეობა:
აფრიკა