ჩვენი სპეციალისტების გამოცდილება ბაზრის ფართო სპექტრს მოიცავს, რაც ზუსტი და შედარებითი ანალიზის შესაძლებლობას აჩენს. მყიდველის პრიორიტეტების გააზრება საშუალებას გვაძლევს შევურჩიოთ სწორი აქტივი საუკეთესო ფასად.
კლიენტებისთვის დამატებითი ბენეფიტია Colliers International-ის გლობალურ პლატფორმაზე წვდომა, რომელზეც გაეცნობიან კვლევებსა და შეფასებებს სამშენებლო კონსულტაციებისა და ინვესტიციების შესახებ.
MRICS მმართველი პარტნიორი | Colliers
უფროსი აღმასრულებელი დირექტორი და მეწარმე 15+ წლიანი გამოცდილებით უძრავი ქონების ინვესტიციების, განვითარების, გაყიდვების, მშენებლობისა და ბრუნვის ოპერაციების წარმართვაში. მან წარმატებით შეჰქმნა და ხელმძღვანელობდა მაღალი დონის საერთაშორისო გუნდებს, საქართველოში უძრავი ქონების მსხვილი გარიგებების ხელშეწყობისა და დადების მიზნით; აქვს საქართველოში მასშტაბური კომერციული, შერეული სარგებლობისა და საკურორტო პროექტების შემუშავების გამოცდილება. იგი მჭიდროდ თანამშრომლობდ ასაერთაშორისო კონსულტანტებთან და გენერალურ დამგეგმარებლებთან საერთო ჯამში 5 მილიონი კვადრატული მეტრის მიწის ფართობის და დაახლოებით 1,5 მილიონი კვადრატული მეტრის მოცულობის განაშენიანების მიზნით. ირაკლის ასევე აქვს გამოცდილება ინვესტორების მოძიებასა დაფულადი სახსრების მოზიდვისთვის საჭირო მოლაპარაკებებში. ბოლო 10 წლის განმავლობაში მან მოიძია და მოლაპარაკებები გამართა 500 მილიონ აშშ დოლარზე თანხის მოსაზიდად საქართველოში პროექტებისთვის ინსტიტუციური ინვესტორებისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან, როგორიცაა Citi, EBRD, IFC და უძრავი ქონებისკერძო ფონდები, რომლებიც საქმიანობენ ნიუ იორკში, ლონდონსა და მოსკოვში.
პარტნიორი | Mining and Minerals Solution (MMS)
ქართველი იურისტია 12 წელზე მეტი ხნის გამოცდილებით საქართველოში მთავრობის საკვანძო სამინისტროებთან, კერძო სექტორის პარტნიორებსა და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში. წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის რანგში, მაია წარმოადგენდა საკვანძო პირს სააგენტოს მუშაობის ყველა კოორდინაციაში. მაიას, როგორც წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის როლის ერთ–ერთ კრიტიკულ ასპექტს წარმოადგენდა ხელშეკრულებების გაფორმება და მინერალური რესურსების გამოყენების ლიცენზიების გაცემა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. ძლიერი ტექნიკური ცოდნის პარალელურად, მაიას აქვს ძლიერი კავშირები საქართველოს სამინისტროებსა და იურიდიულ სექტორში, მათ შორის, ბოლო წლებში ფართო მასშტაბის კავშირ-ურთიერთობები სხვადასხვა სამინისტროს მნიშვნელოვან თანამდებობის პირებთან, როგორიცაა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე.
ოპერაციებისა და მხარდაჭერის მიმართულების ხელმძღვანელი | Colliers
15 წელზე მეტი გამოცდილებით ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში, თეონას აქვს კრიტიკული ლიდერის როლი ოპერაციების მენეჯმენტსა და ბიზნესში. ის უზრუნველყოფს ეფექტურ და ინტეგრირებულ მხარდაჭერას კომპანიის სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებებისთვის. ორგანიზაციის ოპერაციულ მენეჯმენტში ჩართულობით, თეონა არის პასუხისმგებელი ბიუჯეტირებასა და ხარჯების კონტროლზე, IT და უსაფრთხოების სისტემების გამართულ მუშაობასა და მომხმარებლებთან კომუნიკაციაზე. მას აქვს ადგილობრივ ბანკებთან და კერძო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება.
უფროსი მხარდაჭერის ოფიცერი | Colliers
7 წელზე მეტი გამოცდილებით ბიზნეს ადმინისტრირებასა და ოპერაციულ სერვისებში, ნატალია მუშაობდა საერთაშორისო და კორპორატიული ივენთების დაგეგმვის ინდუსტრიებში. კოლიერსში ნატალია ახდენს კომპანიის ბიზნეს-მიმართულებების კოორდინაციას და ფინანსური, ოპერაციებისა და იურიდიული დეპარტამენტების კოოპერაციას სხვადასხვა პროექტებსა და ტენდერებში. მის გამოცდილებაში შედის ახალი საოპერაციო და ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების დანერგვა, ისევე როგორც, დოკუმენტების მიმოცვლის სისტემის შექმნა.
Chief Marketing Officer | Colliers
9 წლიანიგამოცდილებით მარკეტინგისა და ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში, ანა დღეს კოლიერსისმარკეტინგის გუნდის უფროსი მარკეტინგის ოფიცერია. ანა იყო მენეჯერული რგოლის წევრისაერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში და პასუხისმგებელი იყო გაყიდვებზე ორიენტირებული სტრატეგიის შექმნისა და გაზომვადი შედეგების მიღწევაში სახელმწიფო, არასამთავრობო დაუძრავი ქონების ინდუსტრიებში. როგორც მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი, ის ქმნის კომპანიებისთვის სტრატეგიულ გეგმას გაყიდვების გასაზრდელად და ბრენდის კომპეტენტური იმიჯის საზოგადოებისთვისწარმოსაჩენად. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, პიარ მენეჯერის როლში ის ჩართულიიყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის პროცესში და გამოცდილება მიიღო USAID-თან GIS-თან და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით.
იურისტი | სამართლის ექსპერთა ჯგუფი
იურისტი, კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრი; საქართველოს ადვოკატთაასოციაციის წევრი. მაიას აქვს იურიდიულ სფეროში მუშაობის 3 წელზე მეტი გამოცდილება.მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება; სამართლებრივი კონსულტაციების გაცემა; წარმომადგენლობა სასამართლოსა დაადმინისტრაციულ ორგანოებში. საერთაშორისო ორგანიზაციების UNDP–ის და GIZ–ის მიერ განხორციელებული“კომერციული დავების სასამართლო მონიტორინგის" პროექტის ფარგლებში აწარმოებდაკომერციულ დავებზე სასამართლო პროცესების მონიტორინგსა და წერილობითი ანგარიშების მომზადებას; ჩართული იყო კვლევით საქმიანობაში საკანონმდებლო ცვლილებების რეგულირების ზეგავლენისშეფასების კუთხით.
მმართველიპარტნიორი | სამართლის ექსპერტთა ჯგუფი
სალომე ჭურაძე არის სამართლის დოქტორი, ევროპული სამართლის მაგისტრი. 15 წელზე მეტია ეწევა იურიდიულ პრაქტიკას. სალომე ჭურაძის გამოცდილება მოიცავსსამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ყველა სფეროს. იყო წამყვანი დეველოპერულიდა საკონსულტაციო კომპანიების, მათ შორის, "კოლიერს ჯორჯიას“, მთავარი იურისტი. სალომეჭურაძის უშუალო მონაწილეობით დაიდო არაერთი მსხვილი ადგილობრივი და ტრანსსასაზღვრო გარიგება, მათ შორის, გარიგებები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან, ქართულ საფინანსო ინსტიტუტებთან. სალომე ჭურაძე არის იურიდიულიფირმის "სამართლის ექსპერტთა ჯგუფი“ მმართველი პარტნიორი.